აუდიო ვერსია:
გასულ კვირას ლოს ანჟელესში გრემის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი შედგა. უკანასკნელი რამდენიმე წელია ლაურეატებს შორის ვოკალისტები დომინირებენ, მაგალითად შარშან ბრიტანელი მომღერალი ადელი 6 პრემიის მფლობელი გახდა, მათ შორის სამი ძირითადი პრემიის - წლის საუკეთესო კრებულის, სიმღერისა და ჩანაწერის კატეგორიაში.
საღამოს დასაწყისში ჯგუფი „ the black keys” ლიდერობდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ სწორედ მას ერგებოდა ყველა მთავარი პრიზი, თუმცა წლის საუკეთესი კრებულის, სიმღერის და ჩანაწერისთვის გრემი სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს გადაეცათ. საუკეთესო კრებული ჯგუფ “mumford and sons” ხვდა წილად.
მუსიკა
წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის პრიზი მომღერალმა გოუტიემ აიღო. ხოლო წლის საუკეთესო სიმღერის ტიტული კი ჯგუფ ფანმა მოიპოვა სიმღერისთვის “we are young”.
რაც შეეხება ჯაზის კატეგორიებს, აქ გამოჩენილი პიანისტი ჩიკ კორეა დომინირებდა. მას 5 ნომინაცია ჰქონდა. მათ შორის საუკეთესო ჯაზ ინსტრუმენტული კრებულისთვის „ further explorations”, რომელიც ბასისტ ედი გომეზთან და აწ გარდაცვლილ დრამერთან, პოლ მოშუნთან ერთად შექმნა. ეს კრებული ჩიკ კორეამ ლეგენდარულ ჯაზ პიანისტს ბილ ევანს მიუძღვნა. თუმცა ამ კრებულმა პიანისტს გამარჯვება ვერ მოუტანა.
ჩიკ კორეს აქტივში დაახლოებით 60-მდე გრემის ნომინაციაა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მან 20 გრემის პრემია მოიპოვა. უკანასკნელი ორი კი გასულ კვირას მიიღო საუკეთესო იმპროვიზირებული ჯაზ სოლოს და საუკეთესო ინსტრუმენტული კომპოზიციისთვის. გამარჯვებული კრებული გახდა „hot house”, რომელიც ჩიკ კორეამ გარი ბარტონთან ერთად შექმნა.
გრემის პრემიის მფლობელი კიდევ ერთი ვეტერანი ჯაზ მუსიკოსი, გიტარისტი პატ მეტენი გახდა. მან საუკეთესო ჯაზ ინსტრუმენტული ანსამბლის კატეგორიაში გაიმარჯვა.
წლის საუკეთესო R&B-ის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა რობერტ გლასპერმა კრებულისთვის „black radio”. 2012 წლის 21 ივნისს ჯაზ სერიების ფარგლებში TBC Status-ისა და Eastern Promotions-ის ორგანიზებით Robert Glasper-მა კონცერტი გამართა თბილისში და სწორედ ალბომით „Black radio” წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე.
საუკეთესო ჯაზ ვოკალის პრიზი ესპერანზა სპელდინგს ხვდა წილად. გილ ევანსმა საუკეთესო ინსტრუმენტული არანიჟირების კატეგორიაში მიიღო გრემის პრემია. წლის საუკეთესო დიდი ჯაზ ბენდის ჯილდო კი არტურო სანდოვალს ხვდა წლიდ.