ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრემის ნომინანტები ჯაზის კატეგორიაში


გრემის ნომინანტები ჯაზის კატეგორიაში

რიგით 54-ე გრემის პრემიის დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია 12 თებერვალს ლოს ანჟელესში გაიმართება. გალა კონცერტზე მუსიკის სხვადასხვა ჟანრში წლის საუკეთესო შემსრულებლებს, კრებულებსა და სიმღერებს დაასახელებენ. დღეს გაგაცნობთ ჯაზის კატეგორიაში ნომინანტთა ვინაობას:

საუკეთესო ინსტრუმანტალური ჯაზის კრებულის წოდებაზე 6 ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის გრემის ორჯერ მფლობელი ჯგუფი „Yellowjackets” , გასულ წელს ფიუჟენ კვარტეტმა 30 წლიანი იუბილე იზეიმა, რომელიც კრებულით „ Timeline”-ით დააგვირგვინა, ნომინანტთა შორის არის საქსაფონისტების სონი როლინსისა და ჯო ლევანოს, პიანისტების ჯერალდ კლეიტონისა და ფრედ ჰერშის კრებულები, ასევე ვეტერანი ჯაზმენების, ჩიკ კორეას, სტენლი კლარკისა და ლენი ვაითის ერთობლივი ნამუშევარი.

ზემოხსენებული ტრიოს წევრები ლეგენდარული ჯაზ ფიუჟენის ჯგუფში "Return to forever" –ში უკრავდნენ, რომელიც 1972 წელს ჩიკ კორეამ დაარსა. ახალი კრებული forever კი ჩიკ კორეასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მან წელს კომპოზიციისთვის “500 miles high” საუკეთესო ჯაზ იმპროვიზატორის, სოლო შემსრულებლის გრემის ნომინაცია მიიღო.

ჩიკ კორეას მეტოქეები ამ კატეგორიაში არიან ბასისტი რონ კარტერი, მესაყვირე რენდი ბრეკერი, პიანისტი ფრედ ჰერში და საქსაფონისტი სონი როლინსი.

რენდი ბრეკერი ასევე წარდგენილია მეორე ნომინაციაზეც, საუკეთესო ინსტრუმენტლური კომპოზიციისთვის. ამავე კატეგორიაში მასთან ერთად იბრძოლებენ ჯონ ჰოლენბეკი, გორდონ გუდვინი, ჯგუფ „Yellowjackets“-ის თანადამაარსებელი რასელ ფერანტე , ხოლო ჯგუფიდან „bela fleck and the flectones”- ბელა ფლეკი და ჰოვარდ ლევი.

დიდი ჯაზ ანსამბლების კატეგორიაში ნომინანტები არიან რენდი ბრეკერი, DR ბიგ ბენდის თანხლებით, ქრისტიან მაკბრაიტის ბიგ ბენდი, არტურო ოფარილი და აფროლათინური ჯაზ ორკესტრი, ჯერალდ უილსონის ორკესტრი, და საქსაფონისტი და ბენდი ლიდერი მიგელ ზენონი.

საუკეთესო ჯაზ ვოკალისტთა შორის ერთადერთი მამაკაცი და მანამდე გრემის პრემიის მფლობელი კურტ ელინგია კრებულით “ gate” . კერინ ელისონი, ტერრი ლინ კარინგტონი, როსენა ვიტრო და ტიერი სატონი ამავე კატეგორიაში გრემის პრემიისთვის იბრძოლებენ.

ზემოხსენებული ნომინანტების ბედი 12 თებერვალს ლოს ანჟელესში გაირკვევა, ხოლო გამარჯვებულების შესახებ ინფორმაციას გალა კონცერტი შემდეგ გაგაცნობთ.

XS
SM
MD
LG