ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრეის კელი ვუნდერკინდი საქსაფონისტი


გრეის კელი ვუნდერკინდი საქსაფონისტი
გრეის კელი ვუნდერკინდი საქსაფონისტი

ჯაზ საქსაფონისტი 18 წლის ვუნდერკინდი -გრეის კელი გამოჩენილი ამერიკელი მსახიობისა და მონაკოს პრონცესის გრეის კელის სახელს ატარებს. თუმცა მისი უსაზღვრო ნიჭიერაბა, მას გამორჩეულს ხდის.

იგი სულ 18 წლისაა და უკვე მრავალი კონკურსის გამარჯვებულია. კონცერტებით ის მსოფლიოს ირგვლივ სხვადასხვა ცნობილ ჯაზ მუსიკოსებთან ერთად მოგზაურობს.

დაკვრა მას ჯაზის მოყვარულებით გადაჭედილ დარბაზებში უხდება , ხშირად კი ჯემსეიშენებზე ისეთ მუსკოსებთან ერთად გამოდის, რომლებიც მისი ბავშვობის იდეალები იყვნენ. მისი ცხოვრება ამ ეტეპზე ძალზედ მხიარულია და თანაც სავსე მოვლენებით.

მაგრამ მიუხედევად ამისა ყველაფერი დიდ შრომასთანაა დაკავშირებული. სცენაზე მოხვედრამდე დილას ყოველდღიური რუტინით , ლეპტოპში მუსკის მოსმენითა და ჩანაწერების გაკეთებით იწყებს . პატარაობიდანვე მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ მუსიკასთან შეხება სიმღერით დაიწყო, ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ლაპარაკის ნაცვლად ხშირად ვმღეროდი.“ აცხადებს გრეისი

მუსიკალური კარიერა გრეის კელიმ ფორტეპიანოზე დაკვრით დაიწყო. მაგრამ ყოველდღიური მეცადინეობების დროს მისი ნამდვილი მოწოდება გამოიკვეთა.

„ მე თავად ვიგონებდი მელოდიებს, იმის ნაცვლად რომ მუსიკალური ნაწარმოები შემესრულებინა . მალევე მივხვდი რომ კლასიკური მუსიკის დაკვრაზე მეტად საკუთარი კომპოზიციების შესრულება უფრო მიტაცებდა.“

შედეგად კი მუსიკალურმა სამყარომ ჯაზ საქსაფონისტი, ვუნდერკინდი გოგონა გრეის კელი გაიცნო.

გრეის კელი მასაჩუსეთსის შტატში დაიბადა. მისი სახელი გრეის ჩანგი იყო მანამდე, სანამ მამინაცვალმა იშვილა და მისი გვარი მიიღო. ამის შემდეგ იგი გრეის კელი გახდა. კელების ოჯახში მუსიკა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. განსაკუთრებით კი ჯაზი. ეს უკანასკნელი კი საუკეთესო გარემო გახდა ახალგაზრდა მუსიკოსის ჩამოყალიბებისთვის. ამჟამად მისი ყოველი დღე დაგეგმილია. მეცადინეობა, ჩაწერა და კონცერტებით მოგზაურობა ახალგაზრდა მუსიკოსს ხელს არ უშლის რომ ჩვეულებრივი მოზარდი იყოს:

„ დავდივარ სკოლაში და მეგობრებთან ერთად დროს ვატარებ, შემდეგ ვმოგზაურობ და კონცერტებს ვმართავ, მე ბედნიერი ვარ რომ შესაძლებლობა მაქვს ორივე საქმე ვაკეთო.“

გრეისი ერთადერთი არაა ვინც ოჯახში მუხლჩაუხრელად მუშაობს. მისი მამინაცვალი, გრეისს კარიერის სწორად წარმართვაში ეხმარება:

„ მე ვარ მისი აგენტი, მენეჯერი, ტქნიკური პერსონალი , მამა , მისიმესაიდუმლე, მოკლედ ყველაფერი რაც მას სჭირდება.

დღეისათვის გრეის კელის 5 კომპაქტ დისკი აქვს გამოშვებული სადაც საქსაფონზე შესრულების გარდა, კომპოზიტორად მომღერლად, არანჟირების ავტორად გვევლინება. მას გამოსვლა პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამინების წინაშე სხვადასხვა საინტერესო ადგილას უხდება, თუმცა განსაკუთრებულად მას მაინც სცენაზე უყვარს დაკვრა:

„არ აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია სცენა იყოს. თანაც რამდენადაც არ უნდა ვნერვიულობდე კონცერტამდე, სცენაზე გასვლის მომენტიდან ვგრძნობ რომ სახლში ვარ. „

სწორედ სცენაზე მოხდა მისთვის ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენა , როდესაც 2006 წელს ჯაზის ლეგენდასთან ფილ ვუდთან კონცერტის მსვლელობისას ამ უკანსაკნელმა ქუდი მოიხადა და კელის დაახურა თავზე. ეს ჟესტი ჯაზის სამყაროში აღიარების ტოლფასია.

რათქმა უნდა ეს გრეის კელისთვის დაუვიწყარი მომენტი იყო. თუმცა მისი თაყვანისმცემლები მომავალში არაერთხელ გახდებიან მისი წარმატებების მომსწრეები.

XS
SM
MD
LG