ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნოკია" მთვარეზე მობილურ ქსელს შექმნის


ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ნასამ მთვარეზე მობილური კავშირის პირველი ქსელის ასაშენებლად ფინური კომპანია "ნოკია” შეარჩია.

მთვარის ქსელი შეერთებული შტატების იმ ძალისხმევის ნაწილი იქნება,რომელიც პროგრამა “არტემისის” ფარგლებში, 2024 წლისთვის ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას და ხანგრძლივი დასახლების მოწყობას ისახავს მიზნად.

“ნოკია”-მ განაცხადა, რომ კოსმოსში პირველი მობილური მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო სისტემა მთვარის ზედაპირზე 2022 წელს, იქ ადამიანების დაბრუნებამდე აშენდება.

ფინური კომპანია ტეხასში მდებარე კერძო კოსმოსური ხომალდების დიზაინის ფირმა “ინტუიტივ მეშინს”-თან ითანამშრომლებს, რათა მთვარეზე დასაშვები მათი აპარატის მეშვეობით, ქსელის აღჭურვილობა მთვარეზე მიიტანოს.

მთვარეზე მიტანის შემდეგ ქსელი თვით-კონფიგურაციას მოახდენს და მთვარეზე პირველ მაღალსიჩქარიან “LTE”საკომუნიკაციო სისტემას შექმნის.

“ნოკიამ” განაცხადა, რომ “ქსელი მონაცემთა გადაცემის ბევრი სხვადასხვა დანიშნულებისთვის, კრიტიკული კომუნიკაციების საშუალებას შექმნის. მათ შორის იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მართვის და კონტროლის ფუნქციები, მთვარემავლების დისტანციური მართვა, რეალურ დროში ნავიგაცია და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ნაკადის გადაცემა”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG