ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენები ტრამპს რუსეთის მიმართ მოქმედებისკენ მოუწოდებენ


US troops casualties in Afghanistan

რვა რესპუბლიკელი კანონმდებელი დაესწრო თეთრ სახლში გამართულ საინფორმაციო თათბირს, რომელიც ეხებოდა მწვავე ბრალდებას - რუსეთის მიერ თალიბანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფებისთვის, ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების მოკვლისთვის ჯილდოს საიდუმლო შეთავაზებას.

თეთრი სახლი ირწმუნებოდა, რომ ეს სადაზვერვო ინფორმაცია პრეზიდენტამდე არ მისულა.

კონგრესის წევრებმა ორივე პარტიიდან, დამატებითი ინფორმაცია და რუსეთის და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მოითხოვეს. რესპუბლიკელი კონგრესმენების შემდეგ, საინფორმაციო თათბირი რვა დემოკრატი კონგრესმენისთვის დაიგეგმა. თეთრი სახლის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სადაზვერვო ინფორმაცია ტრამპამდე არ მისულა, რადგან ის გადაუმოწმებელი იყო.

თათბირის მონაწილე კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თქვა, რომ ამჟამად სადაზვერვო ინფორმაციის შემოწმება მიმდინარეობს. კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ თუ შემოწმების პროცესი ამ ინფორმაციას დაადასტურებს, ისინი ადმინისტრაციას მტკიცედ მოუწოდებენ პუტინის რეჟიმის მიმართ სწრაფად და სერიოზულად იმოქმედოს.

სადაზვერვო შეფასებები იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ტრამპი შეერთებული შტატების ავღანეთიდან გამოყვანას ცდილობს.

ინფორმაცია პირველად “ნიუ იორკ თაიმსმა” გაავრცელა, შემდეგ კი “ასოშიეიტედ პრესს” დაუდასტურეს ამერიკული დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა და სხვა ორმა პირმა, რომლებიც ამ საკითხს იცნობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG