რესპუბლიკური საპრეზიდენტო დებატებისას გუშინ, ლას ვეგასში პრეზიდენტობის ნომინაციის პრეტენდენტები ერთმანეთს ტერორიზმისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ დაუპირისპირდნენ. რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ეს პირველი დებატები იყო პარიზისა და სან-ბერნარდინოს ტერაქტების შემდეგ. რესპუბლიკური კამპანიის ფავორიტს დონალდ ტრამპს თანაპარტიელელები მისი წინააღმდეგობრივი განცხადებებისთვის შეედავნენ. ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ამერიკაში შემოსვლა ყველა მუსლიმს უნდა აეკრძალოს.
პოპულარული
1