ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო პრეტენდენტების დებატები გაიმართა


რესპუბლიკელების წამყვანი კანდიდატის დონალდ ტრამპის გარდა, შვიდი საპრეზიდენტო პრეტენდენტი ხუთშაბათს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდა ერთმანეთს და დეტალურად განიხილა საგარეო პოლიტიკისა და საემიგრაციო თემები.

გამოკითხვებში დონალდ ტრამპს სენატორი ტეხასიდან ტედ კრუზი მოსდევს. ფლორიდის ყოფილი გუბერნატორ ჯებ ბუშსა და ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს შორის გუშინ რამდენიმეჯერ შელაპარაკება მოხდა.

ყველაზე გრძელი შეხლა-შემოხლა დებატების წამყვანის მეგან კელის მიერ კანდიდატების მიერ საემიგრაციო თემაზე წარსულში გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ვიდეო პრეზენტაციას მოჰყვა.

დონალდ ტრამპი, დებატების პარალელურად, დრეიკის უნივერსიტეტში ვეტერანებს ხვდებოდა და როგორც მან გამოაცხადა, "ადამიანი ერთგულად უნდა მიჰყვე იმას, თუ რა არის მართებული გადაწყვეტილება."

XS
SM
MD
LG