ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით მყოფი ამერიკელი ლიდერები და კომპანია „გუგლის“ აღმასრულებელი პირები აცხადებენ, რომ ფხენიანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისკენ და ინტერნეტისა და მობილური ტექნოლოგიების ფართო მოხმარების დაშვებისკენ მოუწოდებენ.
ნიუ მექსიკოს ყოფილი გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს სააგენტო „ასოშეითედ პრესს“ უცხადებს, რომ ჯგუფი ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ასევე მოუწოდებს სამართლიანად მოექცნენ ამ კომუნისტურ ქვეყანაში დაკავებულ ამერიკელ მოქალაქეს.
რიჩარდსონი, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩია გაეროში და კომპანია „გუგლის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ერიკ შმიტი ჩრდილოეთ კორეაში ჰუმანიტარული ვიზიტით იმყოფებიან.