ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფანები ბერლუსკონის ემშვიდობებიან


ყვავილები და სუვენირები სილვიო ბერლუსკონის ვილასთან, რომელიც მილანის მახლობლად მდებარეობს. იტალია, 13 ივნისი, 2023 წ.
ყვავილები და სუვენირები სილვიო ბერლუსკონის ვილასთან, რომელიც მილანის მახლობლად მდებარეობს. იტალია, 13 ივნისი, 2023 წ.

იტალიელები ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ემშვიდობებიან. მისი მხარდამჭერები მილანის მახლობლად მდებარე ბერლუსკონის ვილასთან შეიკრიბნენ და ყოფილ ლიდერს მიაგებენ პატივს. იტალიელი მილიარდერი ქვეყნის პოლიტიკაში, მედიაში, საფეხბურთო სამყაროში და სხვადასხვა ბიზნესში თითქმის 3 ათწლეული დომინირებდა.

სამშაბათს, 13 ივნისს, მის ვილაზე დახურული პანაშვიდი გაიმართა, სადაც მხოლოდ ოჯახი და მეგობართა ვიწრო წრე იყო დაშვებული. ოთხშაბათს მილანში საჯარო პანაშვიდებია დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც ბერლუსკონის მილანის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

ბერლუსკონი 86 წლის ასაკში 12 ივნისს გარდაიცვალა. ის სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც წმინდა რაფაელის სახელობის საავადმყოფოში განმეორებით წაიყვანეს. მანამდე ყოფილმა პრემიერმა საავადმყოფოში მთელი თვე დაჰყო. მას ფილტვებში ინფექცია და ქრონიკული ლეიკემია ჰქონდა.

ბერლუსკონი იტალიურ პოლიტიკაში ძალზე დამაპირისპირებელ ფიგურად ითვლება. მართვის ამ სტილით და კიდევ იმის გამო, რომ ის ბიზნესიდან მოხვდა პოლიტიკაში, მას ხშირად ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადარებდნენ.

ბერლუსკონი 2013 წელს საგადასახადო თაღლითობისთვის გაასამართლეს. ამის გამო მას საჯარო პოზიციებზე მუშაობა აკრძალული ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG