ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოქროს გლობუსის ლაურეატები


საუკეთესო ფილმად „არგო“ დასახელდა

ჰოლივუდში „ოქროს გლობუსის“ ჯილდო ფილმ „არგოს“ გადაეცა. ფილმის რეჟისორმა ბენ აფლიკმა კი წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მოიპოვა. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ ფილმები „ლინკოლნი“ და „მიზანი ნომერი პირველი.“

დენიელ დეი ლიუისმა ფილმ „ლინკოლნში“ მამაკაცის როლის საუკეთესო განსახიერებისთვის მიიღო პრიზი. ხოლო ჯესიკა ჩესტინმა კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი დაიმსახურა ფილმში „მიზანი ნომერი პირველი.“ საუკეთესო კომედიის და მუსიკის კატეგორიებში კი გაიმარჯვა ფილმმა „საბრალონი.“
XS
SM
MD
LG