ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

45 მილიონი ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს


თანამედროვე სამყაროში დაახლოებთ 45 მილიონი ადამიანია სხვადასხვა ფორმის მონობაში, ეს არის მონაცემი გლობალური მონობის ინდექსის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან.

ინდოეთი და უზბეკეთი ის ორი ქვეყანაა, სადაც ერთის მხრივ ყველაზე მეტი ადამიანია მონობაში და ამავდროულად ყველაზე მაღალია მონობის მაჩვენებელი მოსახლეობასთან პროპორციაში. უზბეკეთის მოქალაქეებს სახელმწიფო ავალდებულებს აბრეშუმის მოყვანის პროცესში სურვილის მიუხედავად ჩაერთონ.

ანგარიშის მიხედვით საქართველოში 20 900 ადამიანი მონობის პირობებში ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0,467%-ია.

მონობის მაჩვენებელი მაღალია ჩრდილოეთ კორეაშიც, სადაც პატიმრებს არანებაყოფლობითი სამუშაოს გაწევა უწევთ, ასევე მაღალია სექსუალურ ექსპლუატაციაში ძალადობრივად ჩართული ქალების რაოდენობა.

მონობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავტრაიასა და ახალ ზელანდიაშია.

ანგარიში 167 ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. მიმდინარე კონფლიქტების გამო ანგარიშში შესული არ არის ავღანეთის, ერაყის, სომალის, სირიის და იემენის მონაცემები.

XS
SM
MD
LG