ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 გემი და 700 მძევალი


30 გემი და 700 მძევალი
30 გემი და 700 მძევალი

საზღვაოსნო უსაფრთხოების ჯგუფის განცხადებით, მეკობრეებმა 2010 წელს მეზღვაურების რეკორდული რაოდენობა დაატყვევეს.

საერთაშორისო საზღვაოსნო ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეკობრეებმა გაუსლ წელს 1200 ამადმიანი გაიტაცეს, რაც 2009 წლის მონაცემებს 12 პროცენტით აღემატება. ძირითადად სომალის ტერიტორიული წყლების მახლობლად მეკობრეები 445 გემს დაესხნენ თავს და აქედან 53 დაატყვევეს.

2010-ში ასევე შეიმჩვეოდა თავდასმების მატება ბანგლადეშის, ინდონეზიისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ახლოს მდებარე სანავიგაციო მარშრუტებზე.

გაუსლ წელს მეკობრეებმა 8 ადამიანი მოკლეს. თითოეული გემის გათავისუფლებაში მათ საშუალოს 5.4 მილიონი დოლარის ოდენობის გამოსასყიდი მიიღეს. დღეისათვის მეკობრეებს დაახლოებით 30 გემი და 700 მძევალი ჰყავთ დატყვევებული, მათ შორის არიან ქართველი ზღვაოსნებიც.

XS
SM
MD
LG