ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს


ეს არის სარედაქციო წერილი, რომელიც ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას ასახავს.

მსოფლიოს 8 წამყვანი სახელმწიფოს ლიდერმა, ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის, ისე როგორც აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტებზე ისაუბრა. დღევანდელ სარედაქციო წერილში უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ ამერიკის ძალისხმევას სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მსოფლიოში შიმშილის დაძლევის მიზნით.

არსებული გამოთვლებით, მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს. ამ ფონზე, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ მომავალი სამი წლის მანძილზე დაპირებულ 22 მილიარდ დოლარს გამოყოფენ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით. ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკური დაღმასვლისა, სოფლის მეურნეობის დარგებში ინვესტიციები უნდა გახშირდეს, რათა საბოლოო ჯამში სურსათის უსაფრთხოება გაიზარდოს. ამერიკა ამ კუთხით 3 ნახევარ მილიარდ გამოყოფს.

„გამოკვებე მომავალი“, ამერიკული ინიციატივაა, რომელიც განვითარებადი ქვეყენების მომხმარებელს სურსათის წარმოებასა და ყიდვა გაყიდვაში ეხმარება. „აცხადებს სახელმწფო მდივანი ჰილარი კლინტონი და დასძენს.

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ სოფლის მეურნეობის დარგებს შორის არსებული კავშირები, რათა სურსათის ბაზარი გაუმჯობესდეს და მოსახლეობამ განსაკუთრებით კი ქალებმა და ბავშვებმა ჯანსაღი საკვები მიიღონ.“

ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობს რათა მოხდეს ისეთი ბაზრების განვითარება, სადაც მაქსიმალური ინფორმაცია იარსებებს ამა თუ იმ პროდუქტის ხარისხისა და წარმოების შესახებ , ასევე რათა განვითარდეს ის ინფასტრუქტურა რომლის საშუალებითაც ადამიანებს სურსათის წარმოება, მათი უსაფრთხო შენახვა და ტრანსპორტირების უნარი ექნებათ. საბოლოო მიზანი მოსახლეობისთვის ჯანსაღი და მაღალი ხარისხის საკვებით უზრუნველყოფა იქნება.

XS
SM
MD
LG