გუშინ საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკოლოზ გილაური ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში გამოვიდა სიტყვით.
პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოში მედია თავისუფალია, ხოლო მედიის საკუთრება გამჭვირვალე საკითხია.
ბატონი გილაურის თქმით, საქართველოში მედია, ისევე შეიძლება ემხრობოდეს რომელიმე პოლიტიკურ შეხედულებას, როგორც ამერიკაში ან სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს ნებისმიერ სახელმწიფოში ბუნებრივი მოვლენაა და საქართველოში ამ პროცესების მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირება არასწორი მიდგომაა. მედიის საკუთრებაზე დასმულ შეკითხვას ბატონმა გილაურმა თავი აარიდა და განაცხადა, რომ საქართველოში მედია თავისუფალია, ხოლო საზოგადოებას კი ალტერნატირული აზრის მოსმენის არჩევანი და შესაძლებლობა აქვს.
პრემიერ მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართევლოს ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და შესაბამისად საქართველო მალე გარდაქმნის საკანონმდებლო ბაზას ამ მიმართულებით.