ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის გაერთიანების ოცდამეერთე წლისთავი


გერმანიის გაერთიანების ოცდამეერთე წლისთავი
გერმანიის გაერთიანების ოცდამეერთე წლისთავი

კანცლერი ანგელა მერკელი, პრეზიდენტი ქრისტიან ვულფი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დასავლეთ გერმანიის ყოფილ დედაქალაქ ბონში შეიკრიბნენ. დასავლეთ გერმანიის და კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანების თარიღი 1990 წლის 3 ოქტომბერია-ბერლინის კედლის დანგრევიდან 11 თვის თავზე.

ამ ფონზე, გერმანიის მთავრობამ დღეს გაათავისუფლა ოთხი ადამიანი, რომლებიც შაბათს გაერთიანების აღნიშვნისას თავდასხმების ორგანიზების ეჭვით დააკავეს.

პროკურორების განცხადებით, არ მოიძებნა კონკრეტული სამხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ტერორისტულ დაჯგუფებებთან იყვნენ კავშირში ან რომ ისინი მართლაც თავდასხმებს გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG