ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია ბრიტანელებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის


გერმანია შეეცდება ბრიტანელებს ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს, მიუხედავათ იმისა აქვთ თუ არა მათ კოვიდ-19-ის ვაქცინა გაკეთებული. ეს ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა „თაიმსმა” გაავრცელა. გერმანიის კანცლერს სურს, რომ ბრიტანეთი კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანოს.

გეგმა, ევროპელ და გერმანელ ოფიციალურ პირებთან ერთად იქნება განხილული. სავარაუდოდ აღნიშნულს მხარს არ დაუჭერენ საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მალტა და პორტუგალია - ქვეყნები, სადაც ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია.

გერმანიის კანცლერი მომავალ კვირას, ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს ხვდება.

ბრიტანეთი გეგმავს მომავალ თვეში მოგზაურობის ახალი წესების მიღებას, რათა საშუალება მისცეს ყველა ვაქცინირებულ ადამიანს, თავისუფლად იმოგზაურონ სხვა ქვეყანებში, გარდა მაღალი რისკის ქვეშ მოქცეული ქვეყნებისა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG