ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიიდან იარაღის ექსპორტი უმეტესად უკრაინის გამო იზრდება


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი (ცენტრში) უკრაინელთა საწვრთნელ პროგრამას ეწვია. ოლდენბურგი, გერმანია. 25 აგვისტო, 2022 წ.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნიდან სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტი წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სამინისტროს განმარტებით, ეს უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. გერმანია იარაღს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად კიევს ააწვდის.

24 აგვისტოს მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული სამხედრო ექსპორტის ჯამური მაჩვენებელი 5.1 მილიარდ ევროს აღწევდა. გასულ წელს, იმავე დროს, ეს მონაცემი 2.9 მილიარდი იყო.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორშაბათს თქვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ 24 თებერვალს შეიჭრა. დასავლეთის ქვეყნები კიევს მხარდაჭერას უცხადებენ და იარაღით, ფინანსური თუ ჰუმანიტარული კუთხით რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში ეხმარებიან.

XS
SM
MD
LG