ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელის პარტიის მარცხი


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ქვეყნის ერთერთ ყველაზე გავლენიან მხარეში მისმა კონსერვატიულმა პარტიამ „მწარე“ დამარცხება იწვნია. თუმცა მან განაცხადა, რომ ეს გავლენას არ იქონიებს მის პოლიტიკაზე ევროზონის ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ჩატარებული არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს მარცხი მას ვერ დაასუსტებს. აღნიშნულ მხარეში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG