ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცი: ნატოსთან რუსეთის დაპირისპირების არიდება ჩემი პრიორიტეტია


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი

ნატომ უნდა აიცილოს კონფლიქტი რუსეთთან, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს, განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „დერ შპიგელთან“ ინტერვიუში. მას კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რატომ არ აწვდის ბერლინი კიევს მძიმე შეიარაღებას.

შოლცს აკრიტიკებენ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. ამის მიზეზი გერმანიის მთავრობის ყოყმანია, გადასცეს უკრაინას მძიმე არტილერია, როგორცაა ტანკები და "ჰოვიცერები".

ოლაფ შოლცმა ინტერვიუში თქვა, რომ არ არსებობს წესი იმისა, როდის შეიძლება გერმანია ჩაითვალოს ომის მხარედ. „ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი ფრთხილდ განვიხილოთ და ახლოს ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან“, - თქვა მან ინტერვიუში. „ნატოსთან ესკალაციის თავიდან არიდება ჩემი მთავარი პრიორიტეტია“, - ამბობს ის. „ამიტომ, არა მაღელვებს გამოკითხვები და ხმამაღალი მოწოდებები. შედეგები შეიძლება დრამატული იყოს“, - აღნიშნა მან.

ეს გერმანიის კანცლერის წინაა განცხადებებისგან განსხვავდებოდა. ის აქამდე ამბობდა, რომ ბერლინს აღარ ჰქონდა საკმარისი შეიარაღება კიევისთვის იარაღის მისაწოდებლად. ის კი, რაც გერმანიის ინდუსტრიას შეუძლია გადასცეს უკრაინას, საბრძოლო ველზე იოლი გამოსაყენებელი არაა.

მეორე მხრივ, შოლცმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე. „მე ვერ ვხედავ თუ როგორ დაასრულებს გაზზე ემბარგო ამ ომს. [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი რომ ითვალისწინებდეს ეკონომიკურ არგუმენტებს, ის ამ გიჟურ ომს არასდროს დაიწყებდა“, - თქვა მან.

კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გაზისა და ნავთობის იმპორტი მის ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. მოსკოვის თავდაპირველი განცხადებული მიზანი, ქვეყნის „დენაციფიკაცია“ და კიევის მთავრობის შეცვლა იყო. მოსკოვი ომს დღემდე „სპეციალურ ოპერაციას“ ეძახის. მას შემდეგ, რაც უკრაინამ კიევთან რუსული ჯარის შეჩერება მოახერხა, მოსკოვი აცხადებს, რომ მისი გეგმა, დონბასის გათავისუფლებაა.

XS
SM
MD
LG