ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული ელექტრო სადგურების ბედი გერმანიაში


ბირთვული ელექტრო სადგურების ბედი გერმანიაში
ბირთვული ელექტრო სადგურების ბედი გერმანიაში

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით 2022 წლისთვის ქვეყანას ყველა ბირთვული ელექტრო სადგური გათიშული ექნება. გერმანია პირველი ინდუსტრიალიზებული ქვეყანაა, რომელმაც ბირთვულ ენერგიაზე უარი თქვა და ელექტრო ენერგიის წარმოებისთვის ალტერნატიული გზების მონახვა გადაწყვიტა.

კანცლერი ანდელა მარკელის კოალიციური მთავრობის წარომადგენელმა ეს განცხადება დღეს გააკეთა. მთავრობა კვირას გვიან ღამემდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან.

საბოლოო შეთანხმების თანახმად, 2021 წლისთივს გერმანიაში 17 ატომური ელექტრო სადგური დაიკეტება. დანარჩენი სამი სადგური კი დამატებით ერთი წლით გააგრძელებს მუშაობას ელექტრო ენერგიის უკმარისობის წარმოქმნის შემთხვევაში ნაკლებობის შესავსებად.

გერმანიაში ატომური ელექტრო სადგურების წინააღმდეგ სახალხო მოძრაობა იაპონიაში მომხდარი ატომური უბედურების შემდეგ დაიწყო.

XS
SM
MD
LG