ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ირწმუნება, რომ თავს კარგად გრძნობს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ირწმუნება, რომ თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის კანკალი საჯაროდ კიდევ ერთხელ განიცადა.

მერკელს კანკალი ოთხშაბათს, ბერლინის კანცელარიის წინ, ფინეთის პრემიერ მინისტრ ანტი რინეს მიღების დროს დაეწყო. ეს, ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, მსგავსი მესამე ინციდენტი იყო.

პრეს-კონფერენციაზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთი საათის შემდეგ თავს „ძალიან კარგად“ გრძნობდა და „შეშფოთების საჭიროება არ არსებობდა“.

მერკელმა თქვა, რომ 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით დგომისას მომხდარი პირველი ინციდენტის ფსიქოლოგიურმა გავლენამ, შემდგომი ეპიზოდები გამოიწვია.

მერკელმა, რომელსაც საჯაროდ ასეთი რამ კიდევ ერთხელ, 27 ივნისს გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში დაემართა თქვა, რომ ახლა დროებით ამასთან შეგუება მოუწევს.

პირადი საიდუმლოების შესახებ მკაცრი კანონების გამო, გერმანიაში საჯარო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზოგადად პირად საკითხად განიხილება.

ცნობილი არაა, მერკელს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა თუ აქვს, მაგრამ ევროპის უდიდესი ეკონომიკის ლიდერს, წლების განმავლობაში მტკიცე ჯანმრთელობა ჰქონდა.

შემდეგ კვირაში მერკელი 65 წლის ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG