ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანგელა მერკელი თბილისშია


საქართველოში გერმანიის ფედერაციის კანცლერის ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე დასასრულს უახლოვდება. ანგელა მერკელი საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ბოლო 10 წლის მანძილზე, პირველად ჩამოვიდა.

„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ!“, - ამის შესახებ ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ და ასოცირების შეთანხმების, კერძოდ ვიზა-ლიბერალიზაციის არსებობის კონტექსტში ისაუბრა, ისევე როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე.

შემდეგ იგი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ანგელა მერკელმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, კანცლერმა პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა.

დავით ზალკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მერკელმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა.

კანცლერი პარასკევს ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG