ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ ოფიციალურად აღიარა ლიბიის მეამბოხეთა საბჭო


გერმანიამ ოფიციალურად აღიარა ლიბიის მეამბოხეთა საბჭო
გერმანიამ ოფიციალურად აღიარა ლიბიის მეამბოხეთა საბჭო

დღეს, გერმანიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა ლიბიის მეამბოხეთა საბჭო, როგორც ლიბიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველემ აღიარების შესახებ ბენღაზიში ვიზიტისას გააკეთა მინიშნება.

აღსანიშნავია, რომ გერმანია არ მონაწილეობს ნატოს საჰაერო დარტყმებში, რომელბიც მეამბოხეებს ეხმარება ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის განდევნაში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიასთან ერთად, ლიბიის მეამბოხეთა გარდამავალ ეროვნულ საბჭოს სხვებს შორის საფრანგეთი, იტალია, კატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები ცნობენ.

ობამას ადმინისტრაცია მეამბოხეთა მიზნებს იზიარებს და მხარს უჭერს მათ, თუმცა ოფიციალური ვაშინგტონი ჯერჯერობით აღიარებაზე თავს იკავებს.

XS
SM
MD
LG