გერმანიის პროკურატურის განცხადებით ფრანკფურტის აეროპორტში ორი ამერიკელი სამხედროს მკვლელი კოსოვოელი ალბანელი, მუსლიმანი ექსტრემისტი აღმოჩნდა.
21 წლის არიფ უკამ შეერთებული შტატების სამხედრო მფრინავების ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით :
“მე ძალზე ვწუხვარ და აღშოთებული ვარ ამ თავდასხმის გამო, რომელმაც ორი ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა, ორიც დაიჭრა.“
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღუთქვა რომ გამოძიება ყველაფერს გააკეთებს ჭეშმარიტების დასადგენად.