ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამხედრო ძალებს გერმანიაც გააგზავნის


საფრანგეთის მოწოდების შემდეგ, გერმანიის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცა სირიაში, დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მისიისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა. 445 ხმით 146-ის წინააღმდეგ ბერლინში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კოალიციაში 1200-მდე სამხედრო პერსონალის, ტორნადოს ტიპის სამხედრო თვითმფრინავების და ნავთობის შემვსები ფრეგატების გაგზავნას. თუმცა, გერმანელი პილოტები არ შეუერთდებიან ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული და რუსული ძალების მიერ მიტანილ საჰაერო იერიშებს.

13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების პასუხად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საერთაშორისო საზოგადოებას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ესკალაციისკენ მოუწოდა. დიდ ბრიტანეთის პარლამენტში საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, ლონდონმა, რომელიც საჰაერო იერიშებს აქამდე მხოლოდ ერაყში აწარმოებდა, ხუთშაბათს დამატებითი რეიდები სირიაშიც ჩაატარა. ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თანხმობა განაცხადა სირიაში ამერიკული საგანგებო ძალების პერსონალის შეზღუდული რაოდენობით გაგზავნაზე.

XS
SM
MD
LG