გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეისერმა, პარასკევს განაცხადა, რომ გერმანიამ 8-კაციანი კომისია შექმნა, რომელიც 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის გუნდზე თავდასხმას გამოიძიებს და აქამდე არსებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცდება.
”ძალიან ბევრი წლის განმავლობაში იყო მოვლენების გააზრების, ან გადაფასების ნაკლებობა, მათ შესახებ გამჭვირვალობა ან მათზე პასუხისმგებლობის აღების ნაკლელობა”, - თქვა მინისტრმა.
პროექტი, გერმანიის მთავრობის ახალი მიდგომის ნაწილია, რომელიც მოიცავს იმ ოჯახებისთვის კომპენსაციის გადაცემას, რომლებიც მომხდარით დაზარალდნენ. გერმანია ოჯახებს 28 მილიონ ევროს სთავაზობს.
1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე, 5 სექტემბერს, ისრაელის გუნდის წევრები პალესტინელებმა "შავი სექტემბრის" სამხედრო დაჯგუფებიდან, მძევლად აიყვანეს. ოლიმპიურ სოფელში მომხდარის გამო, 11 ებრაელი სპორტსმენი, ერთი გერმანელი პოლიციელი და 5 თავდამსხმელი პალესტინელი დაიღუპა.