ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას $325 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 325 მილიონი დოლარის მოცულობის იქნება. ეს პაკეტი მოიცავს მეტ საარტილერიო ჭურვსა და რაკეტას ე.წ. "ჰაიმარსებისთვის". უკრაინა საარტილერიო ჭურვებს დიდი რაოდენობით იყენებს.

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, რომლებიც "ამერიკის ხმას" ამ დახმარების პაკეტის შესახებ მის გამოქვეყნებამდეც ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ამ პაკეტში შედის TOW - მართვადი დამიზნების ანტი-სატანკო რაკეტები, ანტი-სატანკო ყუმბარები და AT-4 ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიეზე გამაგრებული ძალების წინააღმდეგაა საჭირო. ოთხშაბათს გამოცხადებული ეს პაკეტი 36-ეა მსგავს ავტორიზებულ გადაწყვეტილებებს შორის, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტი უკრაინას პენტაგონის მარაგებიდან იარაღს გამოუყოფს.

ომს უკრაინაში ამ ეტაპზე დიდწილად სტატიკურად აფასებენ, თუმცა ადგილზე უკრაინელი სამხედრო ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთი აძლიერებს საჰაერო იერიშებს ბახმუტის მიდამოებში, თუმცა მის ძალებს მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს. კიევი კი კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელსაც ამინდის პირობების გაუმჯობესებისთანავე ელიან.

XS
SM
MD
LG