ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში ტანკერი ჩაიძირა


გერმანიაში ტანკერი ჩაიძირა

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, მდინარე რაინზე ტანკერი გადაყირავდა და ჩაიძირა. მაშველებმა ორი მეზღვაურის გადარჩენა მოახერხეს, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.

ტანკერი ქალაქ გოარშაუზენთან ჩაიძირა. ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. მდინარე რაინზე ხელისუფლებამ დაკარგული მეზღვაურების აღმოჩენამდე ნაოსნობა შეაჩერა. ტანკერი გერმანიის სამხრეთიდან ბელგიისკენ მიემართებოდა.

XS
SM
MD
LG