ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოელმა დანაშაული აღიარა


კოსოვოელმა დანაშაული აღიარა
კოსოვოელმა დანაშაული აღიარა

21 წლის კოსოვოელმა მამაკაცმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის სასამართლოში განაცხადა, რომ წლის დასაწყისში ამერიკის საჰარეო ძალების ორი თანამშრომელი მოკლა და კიდევ ორი დაჭრა. არიდ უკამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ის ისლამისტური იდეოლოგის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ასეთ რამეს ჩაიდენდა. გერმანელმა ბრალმდებლებმა უკას მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუეყენეს ბრალდება 2 მარტს ფრანკფურტის აეროპორტში ჩადენილი დანაშაულის გამო. უკა ფნაკფურტის აეროპორტის თანამშრომელი იყო. მისი თქმით, ის აეროპორტში ორი თოფით და სამი დანით მივიდა და მას უკვე განზრახული ქონდა იმ ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლა, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებოდნენ.

XS
SM
MD
LG