ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერიმ ევროკავშირის განცხადებებს უპასუხა


მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკასა და გერმანიას შორის ნდობის აღდგენას დრო დასჭირდება

გერმანია აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები მართლაც უსმენდა და ფარულად ამოწმებდა ევროკავშირის ოფისებში სატელეფონო ზარებსა და ინტერნეტ კომინიკაციებს, ეს მეგობრებს შორის „მიუღებელი“ მოქმედებაა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ასე უპასუხა:

„ერთი იმას ვიტყვი, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებშია ჩართული და ეროვნული უშიშროების დაცვას ცდილობს, ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას, საკუთარი ინტერესების დასაცავად და ამაში კი უამრავი სხვადასხვა სახის ინფორმაცია შედის.“

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკასა და გერმანიას შორის ნდობის აღდგენას დრო დასჭირდება იმ შემთხვევაში, თუ გაზეთ „დერ შპიგელში“ გამოქვეყნებული ჯაშუშობის ბრალდება დადასტურდა.
XS
SM
MD
LG