ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზარდი მშპ გერმანელებს ნაკლებად მწვავე რეცესიის იმედს უჩენს


ჰამბურგი, გერმანია

პარასკევს, 25 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გერმანიის ეკონომიკაში გაუმჯობესების ნიშნებია. მესამე კვარტალში, გერმანიის ეკონომიკა ოდნავ იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. სამომხმარებლო ხარჯვის და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ კი გააჩინა იმედი, რომ მომავალი რეცესია შესაძლოა ნაკლებად მწვავე იყოს.

ევროპის ყველაზე დიდი ზომის ეკონომიკა, მესამე კვარტალში 0.4%-ით გაიზარდა, მთელი წლის მანძილზე კი 1.3%-ით. სტატისტიკის ფედერალური ოფისი აცხადებს, რომ მათ მონაცემები ფასების ზრდასთან და კალენდარულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანეს. პროგნოზის მიხედვით, კვარტლური ზრდა 0.3%-იანი უნდა ყოფილიყო, წლიური კი - 1.2%.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა, საერთო ჯამში, 1.4%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება დამდეგი რეცესიის მოლოდინს, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს პრესსპიკერმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ დღევანდელი ინდიკატორებით, შედარებით მსუბუქი რეცესია შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაიწყება.

მათი ვარაუდით, ეს დიდი ალბათობით, 2023 წლის მარტამდე მოხდება. ბერლინში ფიქრობენ, რომ ის მსუბუქი იქნება იმ შემთხვევაში, თუ არ ადგილი არ ექნა "გაზის მწვავე ნაკლებობას, კოვიდ-სიტუაციის რთულ განვითარებას და გაგრძელდება მომარაგების არხების თანდათანობითი სტაბილიზაცია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG