ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა


საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტს პროვოკაცია უწოდა

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის აღიარების შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ტუვალუმ სცნეს.
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საგარეო უწყებამ შვეიცარიის გავლით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ვლადიმერ პუტინის ბიჭვინთაში ვიზიტს პროვოკაცია უწოდა.
გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის ტელე და რადიო კომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთი აგრძელებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG