ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ-მინიტრი მამუკა ბახტაძე გადადგა და თქვა, რომ მისი მისია შესრულებულია


მამუკა ბახტაძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განაცხდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ არ მიდის. მისი თქმით, „განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.“

ბახტაძემ თქვა, რომ „გუნდის წევრად და ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად“ და მომავალ პრემიერს წარმატება უსურვა.

მე, ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ.

„მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნადვილად არ არის, რომ მე აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს გუნდს თავის მოსაზრება აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე მინდა, ხაზი მთავარს გავუსვა, რითაც დავიწყე - მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ვფიქრობ, ამაზე მე, დღეს საკმაოდ შინაარსობრივად და დეტალებში ვისაუბრე. შესაბამისად, მე ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ,“ უთხრა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ბახტაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ გადადგა თანამდებობიდან. მან აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯთან დაკავშირებით „კონსულტაციები პარტიის ოფისში მიმდინარეობდა,“ და რომ „კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო.”

ბახტაძემ ასევე თქვა, რომ თანამდებობის დატოვებას 2019 წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

„ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბახტაძემ თქვა, რომ „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.“

ვრცელი განცხადება ყოფილმა პრემიერმა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა:

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!

მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!“

„ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის არ გამოუცხადებია თუ ვის წარადგენს პრემიერის პოსტზე.პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა 3 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, რომ ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე და რომ არსებული ინფორმაციით, ბახტაძეს მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG