ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობის მეთაურები აშშ-ში ვიზიტს განაგრძობენ


პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურები შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებენ.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა.

ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში
ირაკლი ღარიბაშილი

“ჩვენ ვიქნებით მეოთხე, ნატო-ს არაწევრი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მიუთითებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ქართული შეიარაღებული ძალების შეთანხმებული მოქმედების მაღალ დონეზე. დღეს სწრაფი რეაგირების ძალების რეზერვში 130 ქართველი მებრძოლია. გარდა ამისა, საქართველო ჩაერთო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის ხელმძღვანელობით. წელსაც საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის მიმდინარე მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში," განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება.
გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

"საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა ქართველი და ამერიკელი ხალხები უფრო მეტად დააახლოვა.. ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება", განაცხადა მარგველაშვილმა.

ხვალიდან პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვედრებს ვაშინგტონში გამართავს. პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია შეერთებულ შტატებში.

XS
SM
MD
LG