ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაშა ტალახაძის ტრიუმფი: მეორე ოლიმპიური ოქრო, სამმაგი მსოფლიო რეკორდით!


ლაშა ტალახაძე მეორე ოლიმპიური ოქროს მედლით!
ლაშა ტალახაძე მეორე ოლიმპიური ოქროს მედლით!

27 წლის ლაშა ტალახაძემ, დამოუკიდებელ საქართველოში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ძალოსნობის ვარსკვლავი უკონკურენტო იყო და ფაქტობრივად, საკუთარ თავს ებრძოდა. ორჭიდის ჯამში, საჩხერელმა გოლიათმა 488 კგ დააგროვა, რაც ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია!

ლაშამ უპრობლემოდ მოიგო შეჯიბრი აკვრაში, მან ზედიზედ 208, 215 და 223 კგ ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. ატაცში ტალახაძემ ირანელ ალი დავოუდის და სირიელ მან ასაადს შესაბამისად 23 და 33 კგ გაუსწრო.

აკვრაში კი ტალახაძემ გამოსვლა 245 კგ-იანი შტანგით დაიწყო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა უკვე პირველივე ცდაზე გაინაღდა! მეორე ცდაზე ლაშამ 255 კგ დაძლია, მესამეზე 265 კგ შტანგაც ასწია და მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი აკვრაშიც გააუმჯობესა.

ორჭიდის ჯამში, ქართველმა ძალოსანმა ჯამში 488 კგ დააფიქსირა, რაც ასევე ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. საჩხერელმა ვარსკვლავმა ვერცხლის მფლობელ ირანელ დავოუდის 47 კგ-ით, ხოლო ბრინჯაოს მფლობელ სირიელ ასადს 64 კგ-ით გაუსწრო!

ლაშა ტალახაძე უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის 5-გზის ჩემპიონია. +109 კგ წონით კატეგორიაში ყველა მსოფლიო რეკორდი დღეს ტალახაძეს ეკუთნის.

ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე
ლაშა ტალახაძე და გიორგი ასანიძე

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG