ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახალხო დამცველი და ევროკავშირის ელჩი უზენაესის მოსამართლეების მოსმენის პროცესს აკრიტიკებენ


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენას საქართველოს პარლამენტში, არ დაესწრება არც სახალხო დამცველი და არც უცხოელი დიპლომატების ნაწილი, რომლებიც პროცესზე მიიწვიეს.

პროცესზე დასაკვირვებლად პარლამენტში მიიწვიეს კარ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქარვთველოში. თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობაზე მან უარი თქვა, რადგან ეს არის "იმ პროცესის ნაწილი, რაზედაც აპრილის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარს და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს წუხილი, რომ არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და არც ევროკავშირის მიკროსაფინანსო დახმარების მისაღებად წაყენებულ პირობებს", - განაცხადა ჰარცელმა.


მისი განმარტებით, მოსამართლეების შერჩევის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს, რადგან არსებობს ხარვეზები ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით.

"ასევე ვნახეთ კანდიდატების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით „ოდირის“ შეფასება. ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ახლა საჭიროა მისი დროებით შეჩერება, რათა გადაიხედოს პროცედურები შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე“, - თქვა ელჩმა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი პარლამენტს მოუწოდებს მოსამართლეების არჩევის პროცესი შეაჩეროს. მისი თქმით, ამ დროისთვის უმთავრესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებაა. მანამდე კი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა, მხოლოდ იმას მოიტანს შედეგად, რომ ისედაც გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი კიდევ უფრო გაძლიერდება.

"სამართლებრივი მიზეზები, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მთელი ეს პროცესი პრობლემური იყო, დღესაც ძალაშია. კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია ასევე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG