ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კულუმბეგაშვილის “დასაწყისმა” სან-სებასტიანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზები მოიპოვა


კადრი ფილმიდან: "დასაწყისი"
კადრი ფილმიდან: "დასაწყისი"

"დასაწყისი" - ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ფილმმა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე 4 მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო: საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ეს უკანასკნელი ჯილდო ია სუხიტაშვილს ერგო, სცენარის ავტორები კი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი არიან.

კულუმბეგაშვილის სადებიუტო ფილმის მთავარი გმირი იეჰოვას მოწმე ქალია, რომელსაც პრობლემები აქვს ქორწინებასა და რწმენაში. ფილმმა სან-სებასტიანის კინოფესტივალზე კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი "დასაწყისი" 2020 წლის კანისა და ტორონტოს კინოფესტივალების სიაშიცაა, მას აჩვენებენ ბუსანისა და ნიუ-იორკის კინო-ფესტივალებზეც.

XS
SM
MD
LG