ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედური არჩევნები: „ოცნების“ გამარჯვება და განხეთქილება ოპოზიციაში


ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე
ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შუალედურ არჩევნებზე

“ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა 19 მაისს გამართული თვითმმართველი მერის და საკრებულოს შუალედური არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ ზუგდიდში, ხულოში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და მარნეულში. ასევე, ოზურგეთში, წყალტუბოში, ტყიბულში, ადიგენში, ახმეტასა და საგარეჯოში.

„ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პრემიერმა და შსს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პოლიტიკაში ორი თვის წინ დაბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის პარტიის გამარჯვება ასე შეაფასა:

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ქართულ პოლიტიკაში არის უალტერნატივო ძალა"
ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი

„ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ქართულ პოლიტიკაში არის უალტერნატივო ძალა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ მგძნობიარე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხედავს, რეაგირებს და ასწორებს შეცდომებს და მიდის წინ, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

ოპოზიციამ გამარჯვების შანსი მხოლოდ თბილისში შეინარჩუნა, სადაც პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში, ადვოკატი შალვა შავგულიძე გადავიდა. იგი ამჯერად „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს. მისი მეტოქე „ოცნების“ კანდიდატი ექიმი ლადო კახაძე იქნება. შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მეორე ტურში კარგი შანსი აქვს:

შალვა შავგულიძე ოპოზიციის ერთადერთი იმედი
შალვა შავგულიძე ოპოზიციის ერთადერთი იმედი

„ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ მეორე ტური წარმატებით დავასრულოთ. თუ ჩვენ დავინახავთ მთაწმინდაზე ხელისუფლების სასარგებლოდ მიცემულ ხმებს და ოპოზიციის სასარგებლოდ მიცემულ ხმებს, ოპოზიციის ხმები ჭარბობს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს თავისი შესაძლებლობების გაზრდის მეტი შანსი აქვს.” - ვარაუდობს შავგულიძე.

ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლაში, წინასწარი შედეგების მიხედვით დამარცხდა ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ფართო საპროტესტო მოძრაობის დაწყებაზე საუბრობს, რამაც გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი ვერ გახდა
სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი ვერ გახდა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას სკეპტიკურად უყურებს:

არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფლუსტრაციაში და არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, აი, ხვალ მოვალ და დედას გიტირებო, და, რომ არ მიდიხარ"
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი

„არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფლუსტრაციაში და არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, აი, ხვალ მოვალ და დედას გიტირებო, და, რომ არ მიდიხარ.

ჩემი აზრით, თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა. ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო. მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო?!” - ამბობს მელია.

შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. დამკვირვებლების შეფასებით, საერთო ჯამში, 19 მაისს, კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა ტენდენციის სახით, როგორც წინა არჩევნებზე, ისევ შეინიშნებოდა საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივის მობილიზება, რომლებიც ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG