ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეკო ჭელიძის "მკვდარი სულების არდადეგების" პრემიერა კანადაში შედგება


ქართული დოკუმენტური ფილმი "მკვდარი სულების არდადეგები"
ქართული დოკუმენტური ფილმი "მკვდარი სულების არდადეგები"

ქართველი რეჟისორის კეკო ჭელიძის ფილმის „მკვდარი სულების არდადეგების“ პრემიერა კანადის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგება.

Hot Docs-ის ფესტივალზე ფილმების ჩვენება 30 აპრილიდან 10 მაისამდე ტორონტოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, ის გადაიდო. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა შერჩეული ფილმები საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაცხადეს.

კეკო ჭელიძის ფილმი ფესტივალის ერთერთ. კერძოდ კატეგორიაში, სახელად „ევროპის სახე, რომელიც იცვლება“ არის შერჩეული. კინოსურათი წარსულში პოპულარული მუსიკოსის ლევან სვანიძის ცხოვრებას ასახავს. 45 წლის ლევანი 14 კვადრატულ მეტრიან ბინაში ხანდაზმულ დედა ლამარასთან ერთად ცხოვრობს თბილისის გარეუბანში. ლამარა 84 წლისაა. ყველას მიერ დავიწყებული ლევანი ვერც სამსახურს შოულობს და არც პირად ცხოვრებაში უმართლებს. მიუხედავად ამისა, ის ოპტიმისტია და რუტინის შეცვლას და წარმატების მიღწევას უწყვეტად ცდილობს. ლამარას ყველაზე დიდი საზრუნავი ისაა, რომ ლევანმა სათანადოდ ჭამოს, ჩაიცვას და იმ ქალს ყურადღება არ დაუთმოს, ვინც მის სიყვარულს არ იმსახურებს. ასეა აღწერილი ფილმის შინაარსი საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-ის ვებგვერდზე.

Hot Docs-ის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ფესტივლის ფორმატსა და ახალ თარიღზე ინფომაციას მოგვიანებით გაავრცელებეენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG