ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოლტენბერგი: ღია, გამჭვირვალე პრესა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საუკეთესო ზღუდეა


14 აპრილს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან 15 აპრილს დანიშნული ვირტუალური შეხვედრის წინ, ონლაინ პრეს-კონფერენცია ჩაატარა. გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა საკითხები, რომელზეც მინისტრები იმსჯელებენ, მათ შორის “კოვიდ-19”-ის კრიზისზე ნატოს რეაქციის საკითხი და ის, თუ ალიანსი როგორ აგრძელებს ძლიერი შეკავების და თავდაცვის უზრუნველყოფას.

ეინს სტოლტენბერგის განცხადებით: “კოვიდ-19” პანდემია გავლენას ყველა ჩვენთაგანზე ახდენს." სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსმა გამოიყენა ნატოს უნიკალური გამოძახების ნიშანი, რათა თურქეთიდან გაერთიანებულ სამეფოში დახმარების მიწოდება მომხდარიყო. "ასევე, ლუქსემბურგმა ესპანეთს დამცავი აღჭურვილობა შესწირა, მოკავშირეთა სტრატეგიულმა საჰაერო ტრანსპორტმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგი მიაწოდა მოკავშირეებს: ბულგარეთს, ლიტვას, პოლონეთს და რუმინეთს, ევროპაში განლაგებულ ამერიკულ ძალებს მიეცა მითითება მოკავშირეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ, რაც ნატოს ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია. და ახლა ალიანსი მუშაობს, რომ მოწინავე საშუალებები მივაწოდოთ, მათ შორის სამგანზომილებიანი პრინტერით დამზადებული რესპირატორები."

გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსის ძირითად ამოცანად, 1 მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვაა. "კორონავირუსის კრიზისმა ყველა შეგვარყია და მას ექნება შორს მიმავალი შედეგები იმაზე, თუ როგორ ვიფიქრებთ უსაფრთხოებაზე და ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობაზე."

სტოლტენბერგის თქმით, 15 აპრილს ასევე განხილული იქნება საკითხი, თუ პანდემიის პერიოდში “ნატოს” შემაკავებელი და თავდაცვითი უნარი როგორ იქნას შენარჩუნებული და როგორ გაგრძელდეს ალიანსის ოპერაციები.

მისი თქმით, "ჩვენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედების მნიშვნელობაზე ვიმსჯელებთ. ვნახეთ, როგორც სახელმწოფო, ასევე არა-სახელმწიფო მოქმედი პირები, რომლებიც პანდემიის გამოყენებით ცრუ და მავნე თხრობის გავრცელებას და ჩვენს დაყოფას ცდილობენ. ასე რომ, მოკავშირეებს მჭიდრო, ერთობლივად მუშაობა სჭირდება, რათა ეს ძალისხმევა ამოვიცნოთ, მას დავაკვირდეთ და ვამხილოთ. ღია და გამჭვირვალე პრესა, დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ საუკეთესო ზღუდეა."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG