ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიძულვილის ჯგუფის მიერ უსასტიკესად ნაცემი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა


ლექსო ლაშქარავა
ლექსო ლაშქარავა

ელეკომპანია პირველის“ ვიდეო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფებმა უსასტიკესად სცემეს, გარდაიცვალა. ლექსო 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში, დედამ იპოვა, ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.

ტვ "პირველის" გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოძალადეებმა 5 ივლისს მოძრაობა „სირცხილიას“ ოფისთან მოიმწყვდიეს. მირანდას თქმით, ლექსოს 40-მდე მოძალადე უმოწყალოდ ურტყამდა.

ლაშქარავას თვალი დაუზიანებდა, ჰქონდა ტვინის შერყევა და სახის ძვლების რთული მოტეხილბა, მას ოპერაცია დასჭირდა, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალში“ გაუკეთეს, სადაც 9 ივლისამდე მკურნალობდა.

ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, შსს-მ ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზაზე მაინც გადაასვენა. ელეკომპანია პირველის“ მეპატრონე ვატო წერეთელმა ამ ფაქტს ამაზრზენი უწოდა:

ექსპერტიზის პასუხები ყველას გვაინტერესებს, მაგრამ ის, რაც აქ მოხდა სრულიად წარმოუდგენელია. დედას ერთადერთი შვილი გარდაეცვალა და მისი ემოციური მდგომარეობა გასაგებია, უმძიმესია, იმის ნაცვლად რომ დედასთან ფსიქოლოგი მოეყვანათ, დალაპარაკებოდნენ, აეხსნათ, შემოვარდა ბინაში 30-მდე პოლიციელი, ცხედარი პარკში გაახვიეს და გაიტაცეს
ვატო წერეთელი, ტვ პირველის მეპატრონე


„მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის პასუხები ყველას გვაინტერესებს, ის, რაც აქ მოხდა სრულიად წარმოუდგენელია. დედას ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, მისი ემოციური მდგომარეობა გასაგებია, უმძიმესია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ დედასთან ფსიქოლოგი მოეყვანათ, დალაპარაკებოდნენ, აეხსნათ, შემოვარდა ბინაში 30-მდე პოლიციელი, ცხედარი პარკში გაახვიეს და გაიტაცეს. ჯერ ლიფტში შეიყვანეს და გაჭედეს, შემდეგ კიბეებზე ათრიეს. არსად ასეთი რამ არ მინახავს“ - განაცხადა ვატო წერეთელმა.

„შსს-მ უბრალოდ არ იცის სად, როგორ უნდა მოიქცეს“ - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ სიმონიშვილი. „რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ლექსოს სიკვდილი სწორედ 5 ივლისს განვითარებულმა საშინელმა ამბებმა გამოიწვია, ამისთვის აუცილებელია სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარება, მაგრამ ცხედრის ძალის გამოყენებით გატანა, ოჯახის და ადვოკატის იგნორირებით, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება“.

თავად ლექსო ლაშქარავამ მედიას, 8 ივლისს, გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, საავადმყოფოდან ვრცლად უამბო თავდასხმის შესახებ: „კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს,

არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან. როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ტელეფონები წაართვეს, დალეწეს. დაუნახეს თუ არა ტელეფონი, ეგრევე დაუმტვრიეს.

50 კაცი მაინც მირტყამდა, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან. როცა მე მცემდნენ, ჩემი ჟურნალისტი კედელზე ააყუდეს. მერე შეამჩნია, რომ ჩალურჯებები ჰქონდა. ერთი პოლიციელი იყო საწყლად, პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი
ლექსო ლაშქარავას 8 ივლისს მიცემული ინტერვიუდან


ერთი პოლიციელი იყო საწყლად, არ ვიცი, ერთი რატომ იყო, ქვევით ბევრი იყო. პოლიცია იყო თვითონ დასახმარებელი, პოლიციის ფუნქცია ვერ გავიგეთ. ადამიანები უმისამართოდ ამოდიოდნენ და ვისაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა, ვინც იმათ ნორმებში არ ჯდებოდა, ყველას სცემდნენ.

ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო. პოლიციელები იყვნენ იქ, თვითონ შეუძლიათ, თვითონ იციან. სახის ძვლის მოტეხილობა მაქვს თვალის გარშემო, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, ოპერაცია გამიკეთდა ერთი, ახლა ვიმყოფები დაკვირვების ქვეშ" - ასე იხსენებდა 5 ივლისის თავდასხმას ლექსო.

იგივეს ჰყვება ტვ პირველის ჟურნალისტ მირანდ ბაღათურია:

"სირცხვილიას" ოფისში როცა პირველად შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე. შემდეგ თმაზე მომქაჩა სასულიერო პირმა. მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა, ლექსომ უთხრა ასეთი ფრაზა: რას აკეთებ, ჟურნალისტია. ამ დროს ის გადაათრია ასე 20-მა კაცმა. ჩვენ ვიყავით ჩაკეტილები და ვიყავით მარტო მე და ჩემი ოპერატორი.

ვიყავით ძალიან დაუცველები, დაუცველი იყო საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელზეც ვზრუნავდით მე და ჩემი ოპერატორი.

ლექსოს სისხლის გუბეში 5 წუთის განმავლობაში 20-მდე ადამიანი ისე უმოწყალოდ ურტყამდა. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე გაკავებული. ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი ნათელი სხივი იყო, რომ მესმოდა მისი ხმა და როცა ხმა ვერ გავიგე, ვიფიქრე, მოკლეს-მეთქი. მე ტელეფონი გადამიდგეს. 20-მდე ადამიანმა კი ლექსო ჩაითრია და არ ჩანდა - იხსენებს მირანდა ბაღათურია.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, შსს-მ 8 ივლისს მხოლოდ ორი პირი ო.გ. და ც.ჩ დააკავა. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. შსს ამტკიცებს, რომ ამ საქმეზე კიდევ ორი პირი ჰყავს დაკავებული.

ლაშქარავას გარდაცვალების ფატზე შსს-მ მოულოდნელად გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელბამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ამ მუხლით დაწყებას არ ეთანხმება არც გარდაცვლილის ოჯახი და არც ტელეკომპანია „პირველი“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG