ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოს ულოცავს


ნორლადის განცხადებით, შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ახალ პარლამენტთან და მთვარობასთან

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი ულოცავს ქართველ ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას, რომელსაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ამერიკის ელჩის განცხადებით, არჩევნები ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება იყო, რომელიც თანასწორი პაექრობის პირობებში ჩატარდა და პოლიტიკურ სივრცეში ძალთა ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

ბატონი ნორლადის განცხადებით, შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ახალ პარლამენტთან და მთვარობასთან, რომელიც საარჩევნო პროცედურის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება.
XS
SM
MD
LG