ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება


საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდის თანახმად, რუსეთი კვლავ უგულვებელყოფს ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გამოაქვეყნა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ხუთი წლის თავზე „რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი.“ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს „საქართველოს რეგიონების აღიარებისკენ მიმართულ მცდელობებს, მათ შორის, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ბერკეტების აქტიური გამოყენებით.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდის თანახმად, რუსეთი კვლავ უგულვებელყოფს ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და ღიად ეწინააღმეგება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმებს და ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას.

მიუხედავად რუსეთის მხრიდან განხორციელებული ობსტრუქციული პოლიტიკისა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ურთიერთობების ეტაპობრივი მორმალიზების მცდელობას. ამაში შედის საქართველოს მიერ ცალმხრივად სამართლებრივი ვალდებულების აღება არსებული კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ; რუსეთისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლების მოხსნა, და რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივი გაუქმება. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით საქართველო 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებს ბოიკოტს არ უცხადებს, ითანამშრომლებს რუსეთთან ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG