ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული სამსახური: ინტერვიუ გივი თარგამაძესთან


"ამერიკის ხმის" რუსულმა რედაქციამ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა


„მე არასდროს შევხვედრილვარ რუს ოპოზიციონრებს და პუტინის კუთვნილ ტელევიზიებზე ამ ცნობების აგება, ელემენტარულად, არასერიოზულია,“- აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე. ინტერვიუ მან ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან ჩაწერა. „მე ცალსახად მაინტერესებს თუ რა ხდება რუსეთში და მგონია, რომ ეს ინტერესი სრულიად გამართლებულია. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ რაც რუსეთში მოხდება დიდად მოქმედებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. რუსეთში მიმდინარე პროცესების შესწავლა უნდა მოხდეს და შემდეგ გადაიდგეს ყველა შესაბამისი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მე არ მქონია შესაძლებლობა შევხვედროდი რუს ოპოზიციონრებს, ეს ჩემთვის საინტერესო იქნებოდა განსაკუთრებით ახლა, როცა მე ოპოზიციაში ვარ.“

კითხვაზე თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს ის თავს საქართველოში, გივი თარგამაძემ თქვა, რომ მაშინ, როცა საქმე გაქვს ადამიანებთან, რომლებმაც პოლონიუმით კაცი მოწამლეს ლონდონში, სრულიად დაცულად თავს ვერ წარმოიდგენ.

თუმცა აღნიშნა, რომ მას ამ წუთას საქართველოს კონსტიტუცია იცავს, რომელიც უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მოქალაქის გადაცემას კრძალავს. თარგამაძემ დასძინა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მის მიმართ არანაირ ყურადღებას არ იჩენს და რომ ასეთ პირობებში ის თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.
იხილეთ ინტერვიუ:
http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-targamadze/1709596.html
XS
SM
MD
LG