ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლოდინი ძნელი დასაწყისის წინ


მორიგი იმედგაცრუების თავიდან აცილების მთელი იმედი ზურაბ აბაშიძეზეა დამყარებული

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
რას მოელის საქართველო რუსეთისგან? მორიგი იმედგაცრუების თავიდან აცილების მთელი იმედი ახლა ზურაბ აბაშიძეზეა დამყარებული, პრემიერ ივანიშვილის საგანგებო წარმომადგენელზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. პრემიერმა ასეთი პოსტი საკუთარი ინიციატივით შემოიღო და 1 ნოემბერს ზურაბ აბაშიძე დანიშნა. ოპოზიციამ პრემიერის ნაბიჯი დადებითად შეაფასა მთლიანობაში, თუმცა ნაივურობის კონტექსტში. დაახლოებით ერთი თვე საქართველო საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში იყო რუსეთისგან, რასაც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვა მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ იყო შესაძლებელი. დღევანდელი სურათი განსხვავებულია. დღეს ის მომენტია, რომლის დადგომის იმედმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილს ხმა არჩევნებზე ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიაცემინა. არა რუსეთში, არამედ ევროპაში საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას ყოველგვარი წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშე მიუსხდებიან. ამის თაობაზე ზურაბ აბაშიძემ გუშინ განაცხადა.
კომენტარი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრის თაობაზე ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გუშინ, ქორთიარდ მარიოტში გააკეთა:

„მოხარულები ვართ, რომ ბატონი ლავროვი და ბატონი აბაშიძე შეხვდებიან ერთმანეთს. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კარგი როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქვეყნის უფლებას გაიუმჯობესოს უსაფრთხოება და ეკონომიკური ურთიერთობები.“
ზურაბ აბაშიძის მიერ მოლაპარაკებების წარმოებას ეკონომიკური და კულტურული მიზნები აქვს, რომელთა შესახებ ცოტა უფრო ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა: ამგვარი ურთიერთობები უკვე არსებობს რუსეთ–საქართველოს შორისო. მნიშვნელოვანია ცალმხრივი სავიზო რეჟმის გაუქმების შესაძლებლობის განხილვაც.
გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს გადაწყვეტილად მიიჩნევს, რაც შეეხება ამ ქვეყნებს, მათ არ აქვთ სტიმული იფიქრონ ამ მიმართულებით, მათი გადმოსახედიდან, უკვე დამთავრებულია ყველაფერი, ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევენ თავს, თუმცა რუსეთის სატელიტები არიან. განსაკუთრებით აფხაზეთს აწუხებს ეს მომენტი, ასეთი ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთზე. თუმცა ზოგერთი ადამიანი იქ თვლის, რომ აღიარების შემდეგ მათი დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა, რადგან დამოუკიდებლობის აღიარებამდე, ფაქტობრივად მათ ჰქონდათ მეტი დამოუკიდებლად მანევრირების სივრცე. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრციხოთ, რომ გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა შეიცვალოს მათი განწყობაც. მაგრამ ამ ეტაპზე საზოგადოების განწყობა არ არის ავტონომიური პოლიტიკური სიტუაციისგან.“

ისტორიული ვიზიტი შვეიცარიაში მომავალ კვირას შემდგება, სადაც ერთმანეთს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG