ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზურაბ აბაშიძე რუს დიპლომატს შეხვდება


შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს

10 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ის ევროპაში რუს დიპლომატს „არაფორმალურ“ გარემოში შეხვდება. მათი მიზანი ორ ქვეყანას შორის „კომუნიკაციების ახალი არხის“ დაწყების პირობებზე შეთანხმებაა. აბაშიძის განცხადებით, შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს. როგორც ცნობილია, სწორედ შევიცარია ასრულებს შუამავლაი ქვეყნის როლს რუსეთსა და საქართველოს შორის.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, ასევე „სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.“

"ეს არის ელემენტარული ნაბიჯები, რაც ყველას წაადგება. თუმცა დღის წესრიგში ჩვენ რუსეთთან განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს და მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესში რთული თემების განხილვაც მოგვიწევს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ ის მიესალმება რუსული მხარის განცხადებას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ.

"ამ მოლაპარაკებების პროცესს და ინიციატივას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდება ძირითადი საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, მათ შორის დიალოგის გაგრძელებასა და პერიოდულობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
XS
SM
MD
LG