ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი წამების ჩამდენთა დასჯას ითხოვს


li
li

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ დაგმო პატიმართა წამების ფაქტები და გამოძიების ჩატარება მოითხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც საქართველოს ციხეებში პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაზეა პასუხისმგებელი.

პატიმართა წამების და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა საჯაროდ ოპოზიციის ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა.

ოთხშაბათს, სააკაშვილმა საქართველოს ციხეებში საპატრულო პოლიციის შეშვების ბრძანება გასცა და წამების ჩამდენთა წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის გამოჩენა მოითხოვა.

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ დაგმო პატიმართა წამების ფაქტები და გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

საქართველოს პენიტენციალურ სისტემას კი ახალი ხელმძღვანელი, ყოფილი ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ეყოლება.

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება თბილისის მასშტაბით.
XS
SM
MD
LG