ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ისრაელში


ბიძინა ივანიშვილი ისრაელის პრემიერს, პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ისრაელში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგა, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს, ქნესეთის სპიკერ იული ედელშტეინს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ასევე იგეგმება შეხვედრები ქართველ ებრაელებთან, ისრაელის წამყვან ბიზნესმენებთან და იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს მესამესთან.

საქართველოს პრემიერს თან სამთავრობო დელეგაციაც ახლავს. მის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
XS
SM
MD
LG