ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულები


ერთერთი პრიზი ქართველ რეჟისორს თინათინ გურჩიანს გადაეცა

სანდენსის ფილმების ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა ფილმმა რომელიც მისი რეჟისორის პირველი ნამუშევარია.

ფილმი „ფრუთვეილი“ 26 წლის რაიან კუგლერმა გადაიღო. ფილმი 22 წლის ოსკარ გრანტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ის უიარაღო აფროამერიკელი გახლდათ, რომელიც 2009 წელს კალიფორნიის ქალაქ ოკლანდში პოლიციამ მოკლა. ჟიურის დიდი პრიზი დაიმსახურა დოკუმენტურმა ფილმმა „ღვიძლი ძმა“, რომელიც ასახავს ამერიკელთა დახმარებას ინდოეთში შიდსით დაავადებულთა რაიონში.

ფესტივალზე ერთერთ გამარჯვებულად ქართველი რეჟოსორიც დაასახელეს. მსოფლიოს დოკუმენტური კინოსთვის პრიზი გადაეცა თინათინ გურჩიანს ფილმისთვის „მანქანა რომელიც ყველაფერს აქრობს.“
XS
SM
MD
LG