"ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დაპირებისამებრ მთავრობის ახალ შემადგენლობას ასახელებს. გამარჯვებულმა კოალიციამ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზეც წარადგინა საკუთარი კანდიდატურა და არჩევანი დავით უსუფაშვილზე შეაჩერა.
ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის შემდეგი კანდიდატურები სახელდება: თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ალასანია უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე დროს ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება; იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე, ის ასევე მეორე ვიცე-პრემიერი იქნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით კირვალიძე უხელმძღვანელებს; საგარეო საქმეთა სამინისტროს - მაია ფანჯიკიძე.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე იქნება; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია; ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად მაია მიმინოშვილი დასახელდა. ფინანასთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, დასაქმების და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელთა პოსტები ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.